იორდანიის სახელმწიფო მედია - იორდანიის მეფე ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაციის ნებისმიერ გეგმას ეწინააღმდეგება

იორდანიის მეფე ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაციის ნებისმიერ გეგმას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ინფორმაციას იორდანიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იორდანიის მეფე აბდულა II ისრაელის მიერ ღაზას ნაწილების ოკუპაციას ან ანკლავის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონების შექმნის იდეას ეწინააღმდეგება და აღნიშნა, რომ კრიზისის ძირითად მიზეზს ისრაელის მიერ პალესტინელების ლეგიტიმური უფლებების უარყოფა წარმოადგენს.

„კრიზისის საფუძველი ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია და პალესტინელების ლეგიტიმური უფლებების უარყოფაა. გამოსავალი სწორედ აქ იწყება, ნებისმიერი სხვა გზა მარცხისთვის, უფრო მეტი ნგრევისთვის და ძალადობის ციკლის გაგრძელებისთვის არის განწირული“, - განუცხადა მეფე აბდულამ სამეფო სასახლეში შეკრებილ პოლიტიკოსებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება