Reuters - ბრაზილიის პოლიციამ „ჰეზბოლასთან“ კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა

ბრაზილიის პოლიციამ „ჰეზბოლასთან“ კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ბრაზილიის პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც „ჰეზბოლასთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი, რითაც ბრაზილიაში მსგავსი ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

მედია აღნიშნავს, რომ ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში დაკავებული პირის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება, მაგრამ ირანულ დაჯგუფებასთან მისი სავარაუდო კავშირი უკვე გამოძიების პროცესის ნაწილს წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას სან-პაულოში პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც თავდასხმებს, სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში, ებრაულ სამიზნეებზე გეგმავდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება