პეტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ევროკავშირის ფონდიდან 500 მილიონი ევროს გამოყოფის დაბლოკვას გააგრძელებს

უნგრეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ევროკავშირის ფონდიდან 500 მილიონი ევროს გამოყოფის დაბლოკვას გააგრძელებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მე ამას არ ვუჭერ მხარს, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნული პოზიციის დაკავებას იქამდე, სანამ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსგან გარანტიას არ მივიღებთ, რომ OTP ან რომელიმე უნგრული კომპანია ცრუ ბრალდებების საფუძველზე ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში არ იქნება შეყვანილი. ამ საკითხში ჩვენ წინსვლას ვერ შევძლებთ“, -განაცხადა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფონდიდან გამოყოფილი 500 მილიონი ევრო პირდაპირ უკრაინაში კი არ მიდის, არამედ ევროკავშირის ქვეყნებს იარაღის მიწოდების კომპენსაციისთვის გადაეცემა, ამიტომ „უკრაინის მხარდაჭერას არავინ აკავებს“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება