იოავ გალანტი -“ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით,“ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა. „არ არსებობს „ჰამასის“ ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები.

თავდაცვის ძალები ყველგან წინ მიიწევს. „ჰამასის“ ორგანიზაციამ ღაზაში კონტროლი დაკარგა: ტერორისტები გარბიან სამხრეთით, მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ“, - აღნიშნა გალანტმა.

გუშინ საღამოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ღაზის რანტისის საავადმყოფო დაარბიეს და რომ იქ „ჰამასის“ წევრები იყვნენ ჩაკეტილი.

„საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში ვიპოვეთ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ყუმბარები, ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი, კომპიუტერები, ფული და ა.შ.“, - განაცხადა თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

ამასთან, სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა „ჰამასის“ პარლამენტის შენობა აიღეს და შენობაში იმყოფებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება