რესტორან „ათის“ ახალი მენიუს პრეზენტაცია  Gault & Millau Georgia-სთან ერთად გაიმართა

11 ნოემბერს, ყველასათვის საყვარელ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მე-10 სართულზე მდებარე, "ათი რუფტოპ რესტორანში", ახალი, შემოდგომა-ზამთრის, მენიუს პრეზენტაცია Gault&Millau Georgia-სთან ერთად გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 5-კურსიანი, ქართული თანამედროვე კერძები. აღსანიშნავია, რომ მენიუში შემავალი თითოეული კერძი ინსპირირებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ცნობილი თუ არაცნობილი ინგრედიენტებით და განსაკუთრებულ ხელწერას სძენს მათ. საღამოზე შეკრებილნი იყვნენ, ცნობილი რესტორატორები, შეფები და გასტრონომიული კულტურის წარმომადგენლები. ვახშამი დაგვირგვინდა „ათი“ რესტორნისთვის Gault&Millau Georgia-ს ღირსეული ჯილდოს გადმოცემით.

შეგახსენებთ, რომ Gault&Millau არის ცნობილი, ფრანგული, საერთაშორისო რესტორნების გიდი, რომელიც, ყოველწლიურად, ახდენს რესტორნების მიმოხილვასა და შეფასებას.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ Gault&Millau იყენებს უნიკალურ შეფასების სისტემას, 1-დან 20-მდე შკალას, სადაც მოცემულია ქულები სასადილო გამოცდილების სხვადასხვა კრიტერიუმისთვის. მათ შორის, მზარეულების კულინარიული უნარები, კრეატიულობა, პრეზენტაცია, ატმოსფერო და ინგრედიენტების ხარისხი.

„ათი რუფტოპ რესტორანი“ - ეს არის თანამედროვე ქართული სამზარეულო, ბარი, ტერასა და ლაუნჯი. დახვეწილი ინტერიერი, საუკეთესო პანორამული ხედი ქალაქზე და განსაკუთრებული მომსახურება ზუსტად ასახავს ქართულ სტუმარმასპინძლობის კულტურას და ყოველთვის ახალი აღმოჩენაა ქართველი თუ უცხოელი სტუმრისთვის.

„ათის“ კულინარიული გუნდი დაკომპლექტებულია სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებისგან - ყველა მათგანს საკუთარი წვლილი შეაქვს ძველი ტრადიციული გემოების აღდგენასა და მათ თანამედროვე რეცეპტორებზე მორგებაზე.

ათი - ათჯერ უკეთესი გამოცდილება!

Facebook Instagram

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება