ინდონეზიის პრეზიდენტი - აშშ-მა ღაზაში სისასტიკის შესაჩერებლად მეტი უნდა გააკეთოს

აშშ-მა ღაზაში სისასტიკის შესაჩერებლად მეტი უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ თეთრ სახლში ვიზიტისას განაცხადა.

„ინდონეზია მოუწოდებს აშშ-ს ღაზაში სისასტიკის შესაჩერებლად მეტი გააკეთოს. ცეცხლის შეწყვეტა კაცობრიობისთვის აუცილებელია“, - განუცხადა ვიდოდომ ბაიდენს.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ და ინდონეზია თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის ახალ ფორმებზე შეთანხმდნენ, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, კოსმოსის, კომბინირებული წვრთნებისა და ბირთვული საფრთხეების შესახებ.

რაც შეეხება კლიმატს, ორი სახელმწიფოს პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით იმუშავებენ.

ჯო ბაიდენისა და ინდონეზიის პრეზიდენტის შეხვედრა თეთრ სახლში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის წინ გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს სან-ფრანცისკოში, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება