ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო ნიუ-იორკში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე - RAW Wine იყო წარმოდგენილი

ქვევრის ღვინის 13 მწარმოებელი კომპანია და მარანი აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში- RAW Wine (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართულ ღვინოებს, წარმოების უძველეს ტრადიციებს, ღვინის კულტურასა და ისტორიას.

ქართველი მეღვინეების განცხადებით, ქართული ღვინის მიმართ დიდი იყო ინტერესი როგორც ღვინის პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან.

„პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამერიკა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.

გამოფენაზე - RAW Wine მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება