ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებთან მომავალი წლების სტრატეგიის შესახებ კონსულტაციები დაიწყო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებთან მომავალი წლების სტრატეგიის შესახებ კონსულტაციები დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებს.

შეხვედრების სერიიდან პირველი ბერლინში შედგა და მას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროო, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ხრისტოდულიდესი ესწრებოდნენ.

„დღეს, ევროკავშირის ლიდერებთან მომავალი წლების სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ კონსულტაციებს ვიწყებ. ბერლინში, ყურადღებას გავამახვილებთ ჩვენს პრიორიტეტებზე და მიზნებზე, მათ შორის, პოლიტიკური მიდგომების გაუმჯობესებაზე, საერთო პრიორიტეტების დაფინანსებაზე, გამოწვევებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებაზე“, - წერს მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე.

ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, სტრატეგიული კონსულტაციების ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 14 ნოემბერს, კოპენჰაგენში, დანიის, შვედეთის, ფინეთის, ლატვიის, ბულგარეთისა და ირლანდიის ლიდერების მონაწილეობით გაიმართება, ხოლო მესამე შეხვედრა 16 ნოემბერს, ზაგრებში შედგება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება