თინა ბოკუჩავა - პირობა, რომლის შესრულებაც ივანიშვილის რეჟიმს მოუწევს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა - ილუზია, რომ „რუსული ოცნება“ რეფორმებს გაატარებს, დიდად არ არის

ევროპარლამენტში ყველა ხაზს უსვამს იმას, რომ დადებითი გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

მათივე ცნობით, პოლიტიკური და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობას და ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გახსნის საფრთხე აღნიშნა. ასევე ევროკომისიის მიმართ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პოზიტიური რეკომენდაციისთვის მადლიერება გამოხატა და ხაზი გაუსვა იმ 9 დათქმის შესრულების აუცილებლობას, რომელიც ევროკომისიის ანგარიშშია აღნიშნული.

„ერთი მხრივ, ყველა ევროპარლამენტში ხაზს უსვამს იმას, რომ დადებითი გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან, ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. მეორე მხრივ, ხაზს უსვამენ იმის, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას დაეწიოს, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის. მაშინ, როდესაც საქართველო ასოცირების ტრიოში მოწინავე ქვეყანა იყო, მაგრამ ახლა პრაქტიკულად, ერთწლიანი ჩამორჩენაა უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით. აუცილებელია რეფორმების გატარება, თუმცა ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსული ოცნება“ ამ რეფორმებს გაატარებს, დიდად არ არის. ერთი პირობის შესრულება, რომლის შესრულებაც ივანიშვილის რეჟიმს აუცილებლად მოუწევს, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. კანდიდატის სტატუსის დადებითი გადაწყვეტილება, ერთგვარად, სამართლიანი არჩევნების გარანტად იქცევა, რის შედეგადაც, ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და შემდეგ დემოკრატიული, დასავლური, ევროპული, კოალიციური ხელისუფლება განახორციელებს რეფორმებს, რათა საქართველოსთვისაც გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე ევროკავშირთან“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის