დავით კირკიტაძე - 23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დიდ შეკრებას და ვლინდება ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან - ეს არის კიდევ ერთი დარღვევა

23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დიდ შეკრებას და ვლინდება ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან - ეს არის კიდევ ერთი დარღვევა და პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მინდა ვაცნობო, რომ არჩევნების გაყალბება და ხელის შეშლა არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს და იწყება დიდი ხნით ადრე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძის თქმით, შეკრებაზე ასევე იგეგმება მანიფესტზე ხელმოწერაც.

„მოახლოვდა 23 ნოემბერი, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აპირებს დიდ შეკრებას და მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან ვლინდება ხელის შეშლა. ჩვენ მივმართეთ არაერთ სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებას, როგორიც არის ახალი სპორტის სასახლე, მივმართეთ ასევე ძველი სპორტის სასახლის იჯარით აღებისთვის მფლობელ კომპანიას და სამწუხაროდ, მათგან ჩვენ გვეთქვა უარი. მაშინ, როცა „ალტ ინფო“, რუსულ ძალებს არ აქვთ არანაირი შეფერხება საკუთარი შეკრებები ჩაატარონ, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ შენობებში, მაგალითისთვის, ეს იყო თელავის თეატრი, გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევენ პროდასავლურ ძალებს, მოვაწყოთ შეკრებები და ღირსეულად აღვნიშნოთ „ვარდების რევოლუციის” 20 წლის თავი. ასევე, ვნახეთ, როგორ იქნა შეფერხებული საზღვარზე ბრიტანელი კონსულტანტი მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეებს, არაერთ ადამიანს, ვისაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი თავისუფლად ატარებს ჩვენს ტერიტორიაზე. ხოლო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც გახლდათ კემერონის და ჯინსონის მრჩეველი არ შემოუშვეს ქვეყანაში. ჩვენ გვესმის მათი ტრაბახი, რომ ძლიერები არიან, მეორე მხრივ, ეშინიათ შენობები დაუთმონ პროდასავლურ ძალებს და მეორე მხრივ, ეშინიათ შენობები იჯარით დაუთმონ პროდასავლურ ძალებს და კონსულტანტები, რომლებიც გვყავს შემოუშვან ქვეყანაში. ეს არის კიდევ ერთი დარღვევა და ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მინდა ვაცნობო, რომ როცა აკეთებენ შუალედურ და საბოლოო შემაჯამებელ დასკვნებს, არჩევნების გაყალბება, ხელის შეშლა პოლიტიკური სუბიექტებისთვის, არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს იწყება დიდი ხნით ადრე”, -განაცხადა კირკიტაძემ.

კითხვაზე, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე ხომ არ მოეწერება ხელი იმ მანიფესტსაც, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, კირკიტაძე აცხადებს, რომ „ერთ-ერთი იქნება ეს მანიფესტი, მანიფესტთან ერთად, ჩვენს შეკრებაზე იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები“.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დავით კირკიტაძე - 23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დიდ შეკრებას და ვლინდება ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან - ეს არის კიდევ ერთი დარღვევა

23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დიდ შეკრებას და ვლინდება ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან - ეს არის კიდევ ერთი დარღვევა და პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მინდა ვაცნობო, რომ არჩევნების გაყალბება და ხელის შეშლა არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს და იწყება დიდი ხნით ადრე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძის თქმით, შეკრებაზე ასევე იგეგმება მანიფესტზე ხელმოწერაც.

„მოახლოვდა 23 ნოემბერი, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აპირებს დიდ შეკრებას და მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან ვლინდება ხელის შეშლა. ჩვენ მივმართეთ არაერთ სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებას, როგორიც არის ახალი სპორტის სასახლე, მივმართეთ ასევე ძველი სპორტის სასახლის იჯარით აღებისთვის მფლობელ კომპანიას და სამწუხაროდ, მათგან ჩვენ გვეთქვა უარი. მაშინ, როცა „ალტ ინფო“, რუსულ ძალებს არ აქვთ არანაირი შეფერხება საკუთარი შეკრებები ჩაატარონ, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ შენობებში, მაგალითისთვის, ეს იყო თელავის თეატრი, გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევენ პროდასავლურ ძალებს, მოვაწყოთ შეკრებები და ღირსეულად აღვნიშნოთ „ვარდების რევოლუციის” 20 წლის თავი. ასევე, ვნახეთ, როგორ იქნა შეფერხებული საზღვარზე ბრიტანელი კონსულტანტი მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეებს, არაერთ ადამიანს, ვისაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი თავისუფლად ატარებს ჩვენს ტერიტორიაზე. ხოლო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც გახლდათ კემერონის და ჯინსონის მრჩეველი არ შემოუშვეს ქვეყანაში. ჩვენ გვესმის მათი ტრაბახი, რომ ძლიერები არიან, მეორე მხრივ, ეშინიათ შენობები დაუთმონ პროდასავლურ ძალებს და მეორე მხრივ, ეშინიათ შენობები იჯარით დაუთმონ პროდასავლურ ძალებს და კონსულტანტები, რომლებიც გვყავს შემოუშვან ქვეყანაში. ეს არის კიდევ ერთი დარღვევა და ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მინდა ვაცნობო, რომ როცა აკეთებენ შუალედურ და საბოლოო შემაჯამებელ დასკვნებს, არჩევნების გაყალბება, ხელის შეშლა პოლიტიკური სუბიექტებისთვის, არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს იწყება დიდი ხნით ადრე”, -განაცხადა კირკიტაძემ.

კითხვაზე, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე ხომ არ მოეწერება ხელი იმ მანიფესტსაც, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, კირკიტაძე აცხადებს, რომ „ერთ-ერთი იქნება ეს მანიფესტი, მანიფესტთან ერთად, ჩვენს შეკრებაზე იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები“.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა