საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების კონკურსში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის პერიოდი მიმდინარე წლის 27 ნოემბრის ჩათვლით გაახანგრძლივა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://is.ge/ka-ge/stajireba

„საგამოძიებო სამსახურმა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით გამოაცხადა. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს. სტაჟიორთა მიღება განხორციელდება გამომძიებლის და ინსპექტორ-გამომძიებლის 30 ვაკანტურ პოზიციაზე.

სტაჟირების შერჩევითი კონკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტაჟიორები ექვსთვიან თეორიულ და პრაქტიკული სწავლების კურსს გაივლიან სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში. სტაჟიორები გაეცნობიან საგამოძიებო უწყების საქმიანობის ძირითად ამოცანებს, სამუშაოს სპეციფიკას და ჩაერთვებიან პრაქტიკულ ღონისძიებებში. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმება საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ეფექტურობას გაზრდის და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების კარიერულ ზრდას“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს