საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, ინოვაციური სასათბურე პროექტი „მეურნეობა“ გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, ინოვაციური სასათბურე პროექტი „მეურნეობა“ გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ინოვაციურია და მიზნად ისახავს ბავშვებისთვის სამეურნეო საქმიანობის, მისი მართვისა და განვითარების შესწავლას.

„ღონისძიება პროექტის ავტორებმა, სასათბურე მეურნეობის ექსპერტებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთობლივად საზეიმოდ გახსნეს და მოსწავლეებთან ერთად სიმბოლურად მარწყვის სანერგეები დაირგო.

ახალგაზრდები არაფორმალური გზით მიღებენ საჭირო ცოდნას, რომელიც დაეხმარება მათ სამეწარმეო უნარების განვითარებასა და სწორ პროფესიულ ორიენტაციაში.

საწარმოდან მიღებული შემოსავლით იგეგმება სკოლისა და მოსწავლეების განვითარებისთვის საჭირო სხვა პროექტების დაფინანსება. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა მადლობა გადაუხადა ნიქოზის სკოლას და პარტნიორ ორგანიზაციებს.

„კიდევ ერთი საინტერესო და ინოვაციური პროექტი განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფები ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდამჭერი ორგანიზაციის სტატუსით. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნიქოზის სკოლას და პარტნიორ ორგანიზაციებს“, - აღნიშნა ნიკა ღვინიაშვილმა.

მერიის ინფორმაციით, პროექტი მადლიერების კამპანიას Thankyou.ge და ქართული „ქრაუდფანდინგ“ პლატფორმასთან Fundraiser.ge თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნული ორგანიზაციები ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის ეტაპობრივად არაერთი საინტერესო ინიციატივის განხორციელებას გეგმავენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება