ისრაელის პარლამენტის წევრები ევროპის ქვეყნებს ღაზის სექტორიდან ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებენ

ისრაელის პარლამენტის წევრები ევროპის ქვეყნებს ღაზის სექტორიდან ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ ორმა პარლამენტარმა, დენი დანონმა და რამ ბენ-ბარაკმა Wall Street Journal-ში სტატია გამოაქვეყნეს.

ორი დეპუტატი, ერთი მმართველი „ლიკუდის“ პარტიიდან და მეორე ოპოზიციური „იეშ ატიდიდან“, საერთაშორისო საზოგადოებას ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებენ.

„საერთაშორისო საზოგადოებას მორალური ვალდებულება და შესაძლებლობა აქვს, რომ გამოავლინოს თანაგრძნობა, დაეხმაროს ღაზის მოსახლეობას ნათელი მომავლისკენ სვლაში და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად იმუშაოს“, - ნათქვამია პარლამენტარების სტატიაში.

სტატიაში ისინი ყურადღებას ამახვილებენ ევროპული სახელმწიფოების მიერ კონფლიქტებიდან გაქცეული ლტოლვილების დახმარების ხანგრძლივ ისტორიაზე.

„მაშინაც კი, თუ თქვენი ქვეყნები ღაზადან ადამიანებს შეზღუდული რაოდენობით მიიღებენ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღაზის კრიზისის შემსუბუქებას“, - აღნიშნავენ დეპუტატები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება