საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის შეხვედრაში მონაწილეობდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სტამბოლში გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა - ლაშა ჯოხაძემ.

მათივე ცნობით, შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებს შორის საგზაო უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე, საერთო მიდგომების შემუშავება ზემოხსენებული მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და მათი ეფექტიანად დაძლევის თემატიკაზე, ასევე, აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 50-ზე მეტი სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება