არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირმა პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ვულოცავ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას! ევროკავშირმა, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, ვინც ამ წლების განმავლობაში მტკიცედ გვიჭერდა მხარს რეფორმებში და იმ პოლიტიკაში, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებულმა ამ პოლიტიკამ დააბრუნა საქართველოში ევროპული პერსპექტივა და ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ფუნდამენტური მიმართულებებით საქართველოს აქვს არსებით პროგრესი.

„ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება, მაშინ როდესაც ჩვენს ნომერ პირველ ამოცანად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია, ეს არის დემოკრატიის გაძლიერება ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვა, უფრო ძლიერი და გაზრდილი ეკონომიკა და ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებითი პროგრესი - ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი.

ეს შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და დღეს ჩვენი ქვეყანა არის უფრო ევროპული, უფრო თავისუფალი, უფრო ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო, ვიდრე იყო 10 წლის წინ. სწორედ ეს შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სწორი პოლიტიკა გაატარა!“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება