ალეკო ელისაშვილი - მსურს, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო და ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს, რომელიც უდანაშაულო ქართველის სისხლს არავის შეარჩენს

მსურს ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო და მსურს ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს ამ ქვეყანას, რომელიც არავის არაფერს შეარჩენს, მითუმეტეს, უდანაშაულო ქართველის სისხლს, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ ისაუბრა.

მანვე გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების დასჯის საკითხსაც გაუსვა ხაზი.

„მჯერა, მოვა დრო და ის გარეწარი რუსები, ვინც ამ მკვლელობაში მონაწილეობდნენ, საქართველოს სასამართლოს დარბაზში, სასამართლოც რომ თავისუფალი იქნება, მიიღებენ იმ სასჯელს, რომელსაც ქართული კანონმდებლობით იმსახურებენ. ესენიც, ოთხოზორიას მკვლელებიც და ტატუნაშვილის მწვალებლებიც მიიღებენ სასჯელს, ასეთი საქართველო და ასეთი ხელისუფლება გვინდა რომ გვყავდეს ოდესმე მაინც“, - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს