კახა კალაძე - ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეს „ქართული ოცნებაა“ და კვლევებიც ამაზე მეტყველებს

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება ქვეყანაში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოახდინოს, ეს არის „ქართული ოცნება“ და კვლევებიც ამაზე მეტყველებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „გორბის“ კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 55 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ასეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

„ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ხალხის დამოკიდებულება, როდესაც ქუჩაში დავდივართ, ეს ყველაფერი, რასაც ვგრძნობთ. მარტო თბილისში ხომ არ დავდივართ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს შეხვედრები. უამრავ ადამიანს ვხვდებით და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და გულწრფელად ვამბობ, „ქართულ ოცნებას“ ასეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს ჯერ კიდევ არსებულ საფრთხეებს. კარგად ხედავს იმ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება ქვეყანაში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოახდინოს, ეს არის „ქართული ოცნება“ და კვლევებიც ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს