ლევან ხაბეიშვილი „გორბის“ კვლევაზე - რა შედეგებზეც საუბრობთ, არის კობახიძის, ივანიშვილის, ალბათ, პუტინისა და ლავროვის სიზმარი - ყველა კვლევა აჩვენებს, რომ რუსული პარტიის გაგონება 60%-დან 75%-მდე ადამიანს არ უნდა

კობახიძის სიზმრების კომენტირება არის მძიმე. ის, რა შედეგებზეც თქვენ საუბრობთ, არის კობახიძის, ივანიშვილის, ალბათ, პუტინისა და ლავროვის სიზმარი იმიტომ, რომ უნდათ „რუსული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩეს, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა „გორბის” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.

მისი თქმით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებაზე“ გაიმარჯვებს, თუ 2024 წლის არჩევნებისთვის სწორი კონფიგურაცია იქნება.

„ნებისმიერი კვლევა მარტივ ჭეშმარიტებას აჩვენებს, ოპოზიცია რუსულ პარტიაზე იმარჯვებს, თუ სწორი კონფიგურაცია დადგება. რას გულისხმობს ეს კონფიგურაცია- თუ ოპოზიციაში გადაადგილებები და ერთობები ლოგიკური იქნება, ის კი არა, რომ ოპოზიცია ერთმანეთს ძიძგნიდეს, არა. ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოიქცა, რომ გავაკეთეთ „გამარჯვების კოალიცია“. მათემატიკურად, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ რუსული პარტიის გაგონება ამ ქვეყანაში 60%-დან 75%-მდე ადამიანს არ უნდა. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის გადაჯგუფება სწორად ისე, როგორც ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გავაკეთეთ. ამ შემთხვევაში „რუსული პარტია“ დამარცხდება, მხოლოდ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციამ ერთმანეთის თემებში განხილვებში შესვლა. ერთ პირში უნდა ვისაუბროთ მტრის წინააღმდეგ. ვისაც შეუძლია ერთმანეთთან დასხდომა და ლაპარაკი, ილაპარაკონ და გამსხვილდნენ. ამ შემთხვევაში, ადამიანებს გაუჩნდებათ იმედიც, და რწმენაც და ეს შედეგებზეც აისახება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებელია“.

რაც შეეხება სხვა პარტიების მაჩვენებელს, კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:

„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ - 4%

„ლელო“ - 4%

„ევროპული საქართველო“ - 3%

„საქართველოსთვის“ - 3%

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%

„ლეიბორისტული პარტია“ - 2%

„მოქალაქეები“ - 1%

„გირჩი“ - 1%

სხვა 5%.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება