კახა კალაძე მამუკა ხაზარაძეზე - ძალიან დიდი უბედურებაა ის, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე ასეთი ადამიანები საუბრობენ, რომლებიც პირდაპირ აგენტები არიან

ძალიან დიდი უბედურებაა ის, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე ასეთი ადამიანები საუბრობენ, რომლებიც პირდაპირ აგენტები არიან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, „ამერიკის ხმასთან“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც ხაზარაძე ამბობს, რომ „ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა საუბარია ჩვენი ქვეყნისა და ეროვნულ ინტერესზე, ყველა მეთოდი მისასალმებელია“.

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხი ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შესაბამის პასუხს გასცემს.

„უბრალოდ ძალიან დიდი უბედურებაა ის, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე ასეთი ადამიანები საუბრობენ, რომლებიც პირდაპირ აგენტები არიან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ხალხი ძალიან კარგად ამჩნევს და ხედავს ყველაფერს, რა მოცემულობაა, ვინ არიან ეს ადამიანები, რით იკვებებიან, რა არის მათი დღის წესრიგი. შესაბამისად, ისეთი რეიტინგი აქვთ, რასაც იმსახურებენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხი ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შესაბამის პასუხს გასცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება