კახა კალაძე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში - ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ვარაუდით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში.

მისივე თქმით, არანაირი კოალიციური მმართველობა არ იქნება.

„არანაირი კოალიციური მმართველობა. მტერმა, რაც არ უნდა იზრუნოს, არ გამოუვათ, ეს ყალბი კვლევებიც და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, რაც არ უნდა იწვალონ. მე გეტყვით და დაგამშვიდებთ, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ!“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე ჟურნალისტებთან საარჩევნო ბარიერის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ და საზოგადოების მხარდაჭერა არ გაქვს, რა გინდა საერთოდ პოლიტიკაში და რა პრეტენზია გაქვს“.

ირაკლი კობახიძის განცხადება გახსოვთ, მაშინ, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, თუ დეკემბერში მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, (მაშინ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება, რომ არაფერი არ ჯდებოდა, არანაირი ლოგიკა არ არსებობდა პოლიტიკური მიზნებისთვის მიიღეს ეს არასამართლიანი გადაწყვეტილება, სანამ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა, მაშინ გაკეთდა განცხადება, რომ თუ მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს) შეიძლებოდა ამ თემაზე საუბარი, დღეს ამაზე საერთოდ საუბარი არ არის.

ხომ აქვთ პრეტენზია, ხომ ამბობენ მზარდი რეიტინგი აქვს ოპოზიციასო?! აგერ არის ბატონო, 5%-იანი ბარიერი და ვნახოთ, რამდენი პოლიტიკური პარტია გადალახავს ამ 5%-იან ბარიერს. როდესაც პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ და საზოგადოების მხარდაჭერა არ გაქვს, რა გინდა საერთოდ პოლიტიკაში და რა პრეტენზია გაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო