თელავის სასამართლომ სოფელ ქეშალოში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ქეშალოში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულს, 33 წლის ბაზილარ მახმუდოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მიიღო.

სხდომაზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა იმ არგუმენტით, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

პროცესზე ბრალდებული სიტყვით გამოვიდა და დანაშაულის ჩადენის მომენტი გაიხსენა. მახმუდოვის თქმით, მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და ფაქტის დროს თავს იცავდა, რადგან როგორც თავად ამბობს, თანასოფლელმა მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

დაკავებულის უფლებადამცველმა კი სხდომაზე მუხლის გადაკვალიფიცირება და 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, გამოძიება განზრახ მკვლელობის ნაცვლად, აუცილებელი მოგირიების ფარგლებში უნდა გაგრძელდეს.

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 11 ნოემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ფინანსურ დაინტერესებას უკავშირდება, რა დროსაც 33 წლის ბაზილარ მახმუდოვმა ცივი იარაღით 29 წლის ჯავიდან მამედოვი მოკლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება