ირაკლი ჩიქოვანი თამაზ გინტურის მკვლელობაზე - უმძიმესი ფაქტი მოხდა, ეს იყო მკვლელობა, რომელიც საოკუპაციო ძალამ ჩაიდინა

6 ნოემბერს მოხდა უმძიმესი ფაქტი, ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა საოკუპაციო ძალამ და რომელიც არის სამწუხარო, მძიმე გამოვლინება იმ ოკუპაციისა, რომელსაც ყოველდღიურად უნდა გავუსწოროთ თვალი თითოეულმა ჩვენგანმა და იმ მოსახლეობამ, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ან საოკუპაციო ხაზის მიღმა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, აღნიშნულთან მიმართებაში მყისიერი რეაქცია ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ყველა სახელისუფლებო ორგანოს, რომლის პასუხისმგებლობასაც წარმოადგენდა ეს საკითხი. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო პარტნიორი ჩართო და გამოიყენა ყველა მექანიზმი, შედეგად კი უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლეს.

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის: 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილი, 2016 წელს გიგა ოთხოზორია, 2011 წელს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს გიორგი ლომსაძესა და შოთა შუბითიძეს. 2011 წელს მოკლეს ნიკა ჯოჯუა. 2010 წელსაც არ დაგვავიწყდეს, რომ აწამეს და მოკლეს გოგიტა ანჯაფარიძე. დღეს ჩვენ შეიძლება გაგვიჭირდეს კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს საზარელი მკვლელობები, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გვქონდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები და ეს ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდება და ამას გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს