კირილ ბუდანოვი - რუსეთი მოლაპარაკებებზე კიდევ დიდხანს არ წავა - მას უკრაინასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული მადა აქვს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინასა და დასავლეთთან მოლაპარაკებას კიდევ დიდხანს არ გამართავს.

მისი მტკიცებით, ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსები არ მოაწერენ ხელს არანაირ შეთანხმებას უკრაინასთან და გააგრძელებენ ქაოტურ დაბომბვას, მაგრამ ინტენსიური საომარი მოქმედებების გარეშე.

ბუდანოვი განმარტავს, რომ ისტორიამ იცის მაგალითები, როდესაც ომები იურიდიულად არ დასრულებულა, მაგალითად, იაპონია და რუსეთი, რომლებიც ოფიციალურად ომში არიან 1945 წლიდან, რადგან კურილის კუნძულების სტატუსის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

„ეს ტერიტორიული პრობლემა უკვე 70 წელზე მეტია არსებობს, ამიტომ, ეს სცენარი აქაც ძალიან სავარაუდოა, რადგან რუსეთის ფედერაციას აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორიული მადა უკრაინასთან მიმართებაში, რაც მხოლოდ ყირიმს არ ეხება. რა თქმა უნდა, არავინ აპირებს ამ მადის დაკმაყოფილებას“, - განაცხადა ბუდანოვმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება