კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღაზაში საკვები და საწვავი უნდა შევიდეს

ღაზაში საკვები და საწვავი უნდა შევიდეს, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა.

„ეს მიუღებელია, სამოქალაქო პირები დაცულნი უნდა იყვნენ და ღაზაში საკმარისი საკვები, საწვავი და წყალი უნდა შევიდეს, რათა მათი სიცოცხლის გადასარჩენად შესაბამისი სამუშაოები გაგრძელდეს“, - წერს ჯოლი „ტვიტერის“ გვერდზე.

ჯოლიმ ღაზაში მყოფი ტყვეების გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ კანადის 346-მა მოქალაქემ უკვე დატოვა ალყაში მოქცეული ღაზა და ეგვიპტეში გადასვლა მოახერხა.

შეგახსენებთ, გუშინ გაერო-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მომდევნო 48 საათში ღაზაში ჰუმანიტარული ოპერაციები შეჩერდება, თუ სექტორისთვის საწვავის მიწოდება არ მოხდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება