საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი 2000 წლის შემდეგ პირველად, ისრაელს ეწვევა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი 2000 წლის შემდეგ პირველად, ისრაელს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიენ ლეკორნუ ავრცელებს.

„ეს მოგზაურობა ეგვიპტეში დაიწყება და პარასკევს ისრაელში დასრულდება, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ისრაელს 2000 წლის შემდეგ პირველად ეწვევა“, - წერს ლეკორნუ „ტვიტერის“ გვერდზე.

ვიზიტის დაანონსებისას, სებასტიენ ლეკორნუმ აღნიშნა, რომ ისრაელში შეხვედრების დროს ღაზაში არსებულ ვითარებას და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს, მაგრამ არ დააკონკრეტა, თუ ვისთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ცნობისთვის, გუშინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა, რომ ქვეყანა ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას მოითხოვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება