კახა კალაძე - ალბათ, „ფლანგვის დეტექტორს“ აღიზიანებს ის, რომ ასეთი აქტიურები ვართ და არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა მოსახლეობასთან - ასე ვაპირებ, სანამ ჯანზე ვარ, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს

ყოველთვის აქტიურები ვართ და შეიძლება ეს გაღიზიანებთ - ალბათ, „ფლანგვის დეტექტორს“ აღიზიანებს ის, რომ ვართ ასეთი აქტიურები და კომუნიკაბელურები მაქსიმალურად, არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან და დედაქალაქის მოსახლეობასთან. ასე ვაპირებ, სანამ ჯანზე ვარ, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2018-2023 წლებში თბილისის მერიამ 20 მილიონ ლარამდე დახარჯა სააგენტოზე, რომელიც მეტწილად მის პიარს ემსახურება.

მისივე თქმით, რა არის ამაში ცუდი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია იმაზე, რომ კონკრეტული პროექტები ხორციელდება.

„ეს არის 5 წელზე და 20 მლნ არის თავისი ხელფასებით და ყველაფრით. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახური მოიცავს: სიპებს, აიპებს და ა.შ. ამ ყველაფერში ყველა შედის, თუ გაინტერესებთ ზუსტი ინფორმაცია და საზოგადოება, რომ არ შეიყვანოთ შეცდომაში, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

აბა, მერია ახორციელებს სამუშაოებს და ვისზე უნდა იყოს საუბარი? რა უნდა ვთქვათ, რომ თავისით გაკეთდა?! ეგ პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, რომ ამხელა შრომა იდება, ამდენი სამუშაოები კეთდება, ამდენი პროექტები ხორციელდება, რა არის ამაში ცუდი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია იმაზე, რომ კონკრეტული პროექტები ხორციელდება.

როდესაც პრობლემებია, რა ვიმალებით? არ ვამბობთ, რომ პრობლემები არის თუ პრობლემებს გავურბივართ? ყოველთვის აქტიურები ვართ და შეიძლება ეს გაღიზიანებთ. ალბათ, „ფლანგვის დეტექტორს“ აღიზიანებს ის, რომ ვართ ასეთი აქტიურები და კომუნიკაბელურები მაქსიმალურად, არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან და დედაქალაქის მოსახლეობასთან. ასე ვაპირებ, სანამ ჯანზე ვარ, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, ვაგრძელებ ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაციას დედაქალაქის მოსახლეობასთან, იმიტომ, რომ დღეს, რომ ვარ ქალაქის მერი, ეს არის დამსახურება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობის, რა თქმა უნდა, მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული მათ წინაშე და თითოეული თბილისელის წინაშე, რომ ის პროექტები და სამუშაოები, რომელიც ხორციელდება და განხორციელდება, ამ ყველაფერზე თითოეულ თბილისელს ჰქონდეს წვდომა, ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018-2023 თბილისის მერიამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით (07 02 04) ბიუჯეტიდან 19,744,100 ლარი დახარჯა. აღნიშნული მუხლით დაფინანსება გამოიყოფა ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოსთვის. თავის მხრივ, ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო”, თბილისის მერიის მიერ, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და დანაყოფების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების გაერთიანებით შეიქმნა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო