საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს პროექტის - „სტუ - ჩემი წარმატების ფორმულა“ ფარგლებში, ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი შეხვდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრები კურსდამთავრებულებთან ახალი პროექტის - „სტუ - ჩემი წარმატების ფორმულა“ - ფარგლებში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, ამავე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებული, ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი შეხვდა.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის განცხადებით, შეხვედრამ, მომავალ ჟურნალისტებსა და არა მხოლოდ მათ შორის, დიდი ინტერესი გამოიწვია. დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს პროექტის მხარდაჭერისთვის, ხოლო სტუდენტური სერვისების ცენტრს წარმატებები უსურვა.

„სტუდენტური სერვისების ცენტრის გუნდი ძალიან ბევრ კარგ პროექტს სთავაზობს ახალგაზრდებს. მიუხედავად იმისა, „სტუ - ჩემი წარმატების ფორმულას“ ფარგლებში ამ ეტაპისთვის მხოლოდ ოთხი შეხვედრა გაიმართა, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ პოპულარულია. სტუდენტებს უშუალოდ პირველ წყაროდან შეუძლიათ გაიგონ ამა თუ იმ დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც მათ უკვე პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესში ძალიან გამოადგებათ. წარმატებები მინდა ვუსურვო პროექტის ავტორებს და მონაწილეებს“, - განაცხადა დეკანმა.

ჟურნალისტ ეკა სეხნიაშვილის თქმით, მისთვის პატივია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა.

„მე ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმ პერიოდში, როცა რეფორმა დაიწყო და ტექნიკურ მიმართულებების უნივერსიტეტს ჰუმანიტარული დარგები დაემატა. ამ ფაკულტეტის პირველი ნაკადის კურსდამთავრებული ვარ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო პერიოდი, როცა სტუდენტები და პროფესორები ერთად ვაშენებდით ფაკულტეტს, ერთად ვქმნიდით მომავალს. ბატონი თემურ ჯაგოდნიშვილის ინიციატივით და მხარდაჭერით, ჩვენი რეპორტაჟები და სტატიები ერთ-ერთ წამყვან გამოცემაში იბეჭდებოდა. ეს პირველკურსელებისთვის დიდი მოტივაცია იყო. პრაქტიკული და თეორიული განვითარების ყველა შესაძლებლობა გვქონდა. მინდა თამამად განვაცხადო, რომ აქ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბევრმა კარგმა ჟურნალისტმა მიიღო მაღალკვალიფიციური განათლება. სასიხარულოა, რომ დღეს ფაკულტეტი უფრო მეტ შესაძლებლობლებს აძლევს მომავალ ჟურნალისტებს, წარმატებები მინდა ვუსურვო მათ. მადლობა ფაკულტეტს, სტუდენტური სერვისების ცენტრს პროექტისთვის - „სტუ - ჩემი წარმატების ფორმულა“, - განაცხადა ეკა სეხნიაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ რექტორს მადლობა გადაუხადა, დავით გურგენიძეს მხარდაჭერისათვის და ეკა სეხნიაშვილს სტუმრობისთვის.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტი - „სტუ - ჩემი წარმატების ფორმულა“, რომლის არსი ცალკეული ფაკულტეტების წარმატებული კურსდამთავრებულების სტუდენტებთან შეხვედრაში მდგომარეობს, თოთხმეტივე ფაკულტეტზე განხორციელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება