საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია - „კავკასია-ევროპა-ამერიკა“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „კავკასია - ევროპა - ამერიკა“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-კავკასიური თანამშრომლობის ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პროექტის კოორდინატორმა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ და კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნუგზარ ბარდაველიძემ.

როგორც პროექტის კოორდინატორი, პროფესორი ემზარ ფაჟავა აღნიშნავს, კონფერენციის თემატური მიმართულებები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებია, მიზანი კი სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებში ევრო-ატლანტიკური კვლევების მხარდაჭერაა.

„მოხარული ვარ, რომ კონფერენცია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენას - ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემას დაემთხვა. მსურს ყველას მივულოცო ეს დიდი წარმატება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს სამეცნიერო კონფერენციაც ევროინტეგრაციული კვლევების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა. ხელშეწყობისთვის გულწრფელი მადლობა უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კონფერენციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, - აცხადებს ემზარ ფაჟავა.

სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევრები, დოქტორანტები და მაგისტრანტები მონაწილეობდნენ. საკონფერენციო ნაშრომები გამოქვეყნდება მოხსენებათა კრებულში - „ევროპული კვლევები“, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე: http://jeanmonnet.gtu.ge

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება