სს „ჰეშს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სს „ჰეშზე“ (ს/კ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცა. ამასთან, სს „ჰეშს“ სხვადასხვა საბანკო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სს „ჰეშზე“ გაიცა კანონით გათვალისწინებული ე.წ ციფრული ბანკის ლიცენზია, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივ ბაზარზე არსებითად ახალი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებასა და მომხმარებელთა წვდომის ზრდაზე.

დღეს საბანკო სექტორში კლასიკური ბანკინგის აქტიურ კონკურენტად სწორედ სწრაფად მზარდი გაციფრულებული ფინანსური მომსახურება გვევლინება, ხოლო მომხმარებელთა სასარგებლოდ ამ კონკურენციაში ჩართვა სს „ჰეშ ბანკის“ დამფუძნებელთა ურყევი გადაწყვეტილებაა.

დასახული მიზნის მისაღწევად კი, სს „ჰეშ ბანკი“ უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ბაზრის მოთხოვნებზე მაქსიმალურ მორგებას და გლობალური ინოვაციური მიდგომების სწრაფად დანერგვას.

ციფრული ბანკი ბაზარზე „ჰეშ ბანკის“ სახელით იმუშავებს, მის ძირითად აუდიტორიად ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პირები მოიაზრებიან. „ჰეშ ბანკი“ ფოკუსირებული იქნება თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების დახმარებით საბანკო მომსახურების მაქსიმალურად გამარტივებასა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე ვიზა და მასტერქარდის საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვაზე.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო