გერმანიის ელჩი - საქართველოსგან სიგნალი უნდა იყოს „დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას“ და არ უნდა დაფიქსირდეს უკუსვლა 9-დან რომელიმე სფეროში

ჩვენ გვინდა გავაფართოოთ ევროკავშირი, რადგან ეს კავშირი ჩვენ გეოპოლიტიკური რისკებით სავსე სამყაროსგან გვიცავს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭო 27 წევრი ქვეყნისგან შედგება და მათ საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში უნდა მიიღონ, თუმცა ელჩი აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემა პოზიტიური ნიშანია.

„ევროპის საბჭო შედგება 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურისაგან. ასე რომ, გერმანიის სახელით კანცლერი შოლცი, საფრანგეთის სახელით პრეზიდენტი მაკრონი და ა.შ. დეკემბრის შუა რიცხვებში შეიკრიბებიან და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ თუ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, ეს ძალიან კარგი ნიშანია. მე შემიძლია გერმანიის სახელით განვაცხადო, რომ ჩვენ გვსურს ვთქვათ - „დიახ“. ჩვენ გვინდა გავაფართოოთ ევროკავშირი, რადგან ეს კავშირი ჩვენ გეოპოლიტიკური რისკებით სავსე სამყაროსგან გვიცავს”, - განაცხადა მან.

ამასთან, გერმანიის ელჩის თქმით, არ უნდა დაფიქსირდეს უკუსვლა იმ 9 მიმართულებით, რომელიც რეკომენდაციის სახით ევროკომისიამ განსაზღვრა.

“მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. კომისიამ დაასახელა ცხრა სფერო, რომლებშიც საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს მუშაობა და დეკემბრამდე სხვა სახის სიგნალები არ გამოგვიგზავნოს. სიგნალი უნდა იყოს, „დიახ“, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. სიგნალი არ უნდა იყოს უკუსვლა რომელიმე ხსენებულ ცხრა სფეროში. მე ვთქვი, რომ ევროკავშირი არის ჩვენი დაცვა, ასევე ჩვენი ცხოვრების წესის დაცვა, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და რადგან ეს ჩვენი დაცვაა და რადგან არსებობს გამოწვევა იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც მოდის მსოფლიოდან, რიგი სახელმწიფოებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკეთესია ზემოდან მმართველობა, უბრალოდ ბრძანების გაცემა და ხალხის დამორჩილება, ვიდრე ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება და უთხრას მთავრობას თუ რა არის გასაკეთებელი“, - განაცხადა ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით