თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისია შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადებას ხუთშაბათს განიხილავს

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისია შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადებას ხუთშაბათს განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის დღის წესრიგის მიხედვით, კომისია კანონპროექტს, რომელიც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადებას ამტკიცებს, ხუთშაბათს განიხილავს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კანონპროექტი პარლამენტს რატიფიცირებისთვის სამი კვირის წინ წარუდგინა, რასაც ნატო და სტოკჰოლმი მიესალმა. თურქეთის პარლამენტის სრულ გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრამდე, კანონპროექტი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ უნდა დაამტკიცოს, ხოლო ამის შემდეგ ერდოღანი მას ხელს მოაწერს.

ცნობისთვის, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 28-29 ნოემბერს გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება