დავით ნარმანია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგება

16-18 ნოემბერს, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ რიგით II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები გახსნიან. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ მოხსენებით წარდგება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია.

„საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საკანონმდებლო და საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

სემეკის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიებში და წარადგენენ პრეზენტაციებს ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.

5 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის გაუმჯობესება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება