ანდრეი ერმაკი - რუსეთის წინააღმდეგ ომში 2024 წელი გადამწყვეტი იქნება

მომავალი წელი რუსეთის წინააღმდეგ ომში გადამწყვეტი იქნება, გარდამტეხი მომენტი ახლოვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მან შეერთებულ შტატებსა და ევროპას მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ და უკრაინას დამატებითი იარაღის სისტემები, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები, მიაწოდონ მანამ, სანამ რუსეთი ენერგოსისტემაზე თავდასხმებს დაიწყებს.

„ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება“, - აღნიშნა ერმაკმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, კიევის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი აქვთ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება