გიტანას ნაუსედა - ევროკავშირის ინსტიტუციურმა რეფორმებმა მისი გაფართოება არ უნდა შეანელოს

ევროკავშირის ინსტიტუციურმა რეფორმებმა მისი გაფართოება არ უნდა შეანელოს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

„ევროკავშირის გაფართოების პროცესის გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯერ გადაწყვეტილება ევროკავშირის გაფართოებაზე უნდა მივიღოთ, შემდეგ კი ვისაუბროთ მის ინსტიტუციურ რეფორმებზე“, - განაცხადა ნაუსედამ.

ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, ასევე საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ევროკავშირის გაფართოება არის კონტინენტის გაერთიანებისა და გაძლიერების შესაძლებლობა. ევროკავშირის გაფართოების წარმატებული ახალი ეტაპი, 2004 წლის შემდეგ, შიდა ბაზრის უდიდეს ზრდას გამოიწვევს“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება