ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატო-ში „ნაწილობრივი გაწევრიანების“ იდეას მიესალმება

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატო-ში „ნაწილობრივი გაწევრიანების“ იდეას მიესალმება, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა კომენტარი ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გააკეთა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის იდეას, უკრაინის ალიანსში ნაწილობრივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემოქმედებითი უწოდა.

„მივესალმები ასეთ კრეატიულ იდეებს. ვნახოთ, ეს ახალი აზროვნებაა“, - განაცხადა ოლონგრენმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების იდეა წამოაყენა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე არ გავრცელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება