თბილისში, ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ერთი პირი დაჭრეს

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მოქალაქე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა და დაჭრაც შელაპარაკების შედეგად მოხდა.

გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ადგილზე მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს