ლადო პაპავა - ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ციფრული ბანკის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად სწორი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი

ციფრული საქმიანობა ის ახალი პროდუქტია, ის ახალი სფეროა, რომელიც თანდათან იკიდებს ფეხს მთელ მსოფლიოში და მისასალმებელია, რომ ამის პრეცედენტები უკვე შექმნილია საქართველოში, - ამის შესახებ აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ახალი ციფრული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის კომენტარისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ციფრული საბანკო საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად სწორი, რადგან საქართველო არ უნდა ჩამოუვარდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

„აღსანიშნავია, რომ ციფრული ბანკის ლიცენზია მოიცავს საცდელ პერიოდს, ანუ თავდაპირველად გაცემული ლიცენზია არ არის სრულფასოვანი, პირველი შვიდი თვე მხოლოდ სატესტო ოპერაციები განხორციელდება, დეპოზიტების მოზიდვა, სესხების გაცემა და სხვა საბანკო ოპერაციები შეზღუდული იქნება, რაც აბსოლუტურად სწორია. ეს არის სტანდარტული მიდგომა ნებისმიერ ახალ საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ისეთ ახალ სფეროსთან, როგორიცაა ციფრული ბანკინგი“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.

მისივე განმარტებით, 7-თვიანი საცდელი პერიოდი საერთაშორისო გამოცდილებით მიღებული პრაქტიკაა, მსგავსი საქმიანობა კი როგორც წესი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიდგომებთან და სტანდარტებთან, შესაბამისად ცალკეული ქვეყნების ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებები მკაცრად რეგლამენტირებულია საერთაშორისო სტანდარტებით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება