მიხეილ სააკაშვილი - ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა - ახლა ჩვენ ხმამაღლა უნდა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე

ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა, ახლა ჩვენ უნდა ხმამაღლა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე, ვითხოვდეთ გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლის რიცხოვნობის გაზრდას, - ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, უნდა შეჩერდეს რუსების შემოდინება საქართველოში.

„უნდა მოვითხოვოთ ანტი-საჰაერო დაცვის და ანტი-სატანკო სისტემების დიდი რაოდენობით გადმოცემა! გადაუდებლად უნდა შევაჩეროთ რუსების შემოდინება საქართველოში.

უნდა შევძლოთ ქვეყნის შიგნით ყველა ძირითად ჯგუფთან საერთო ენის გამონახვა, სიძულვილის ინსტრუმენტზე უარის თქმა, რადგან შიდა მწვავე დაპირისპირება ძალიან უადვილებს აგრესორს ამოცანას.

ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რუსებისთვის თვალების პაჭუნით და მათი დავალებების ჩუმად შესრულებით, ჩვენ პირდაპირ ინტერვენციას თავიდან ავიცილებთ, საქმე იმაშია, რომ რუსებს სჭირდებათ სიმბოლოები და ასეთი სიმბოლო არის ის რაც მან ვერ მოახერხა 2008-ში - რუსული დროშა და რუსი ჯარისკაცის ჩექმა თბილისის ცენტრში. აქამდე ყველა მოქმედებით, (მათ შორის, ჩემი დატყვევებით) ან უმოქმედობით ოლიგარქის ხელისუფლება ჩვენს მტერს ამ ამოცანას მხოლოდ უადვილებს“, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა ასეთი განცხადება გააკეთა: “ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა“.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა