გიორგი ვაშაძე - საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია, ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა

საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია, ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა.

ვაშაძე ენერგოუსაფრთხოების საკითხებს შეეხო და ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება თითქმის 100%-თ არის გაზრდილი, რაც საქართველოზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორს რუსეთი ჰიბრიდული ომის იარაღად იყენებს.

“ენერგეტიკის სექტორი რუსული ჰიბრიდული ომის იარაღია. ჩვენს რეგიონში მრავალი ქვეყანა რუსეთის მხრიდან მავნე ზეგავლენას განიცდის. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია. თითქმის 100% ნავთობისა შემოტანილია რუსეთიდან, მაშინ, როდესაც ჩვენ სრულად დამოუკიდებელნი ვიყავით ამ თვალსაზრისით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის ევროპულ დონეზე განხილვა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა, რათა მათი ენერგოსექტორის დივერსიფიკაცია მოხდეს”, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს