ზურაბ ჭიაბერაშვილი - მადლობა ჩეხ კოლეგებს ევროპაში პოლიტიკური პატიმრების შესახებ რეზოლუციის ინიცირებისთვის - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ამ წუთსაც საფრთხის ქვეშაა და ამ მდგომარეობის მიზეზი პოლიტიკური დევნაა

მადლობა ჩეხ კოლეგებს ევროპაში პოლიტიკური პატიმრების შესახებ რეზოლუციის ინიცირებისთვის. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ამ წუთსაც საფრთხის ქვეშაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მდგომარეობის მიზეზი პოლიტიკური დევნაა და ის უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჩეხ კოლეგებს რეზოლუციის პროექტის წარდგენისთვის, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს შეეხება. რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია. მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჯერ კიდევ რისკის ქვეშაა. ამიტომ, რაც ამ დოკუმენტშია აღნიშნული, აბსოლუტურად სწორია. ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა შესწორება რეზოლუციის ნაწილში, რომელზეც უკვე ვესაუბრეთ რეზოლუციის ინიციატორებს. მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოწვეულია პოლიტიკური დევნის შედეგად, ანუ პირველადი მიზეზი არის პოლიტიკური დევნა, გვინდა შემოგთავაზოთ, რომ წინადადების ბოლოს ამოვიღოთ ბოლო ფრაზა სამედიცინო საფუძველზე. ამის შემდეგ ის წაიკითხება ამგვარად: „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურმა ასამბლეამ, საქართველოსთვის ორი მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო.

პარტიის პრესრელიზის თანახმად, რეზოლუციაში ნახსენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ის რომ მას არ აქვს სათანადო სამედიცინო მომსახურება და რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას სერიოზული საფრთხე ექმნება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურმა ასამბლეამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა - „დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება