გიორგი ვაშაძემ და თინა ბოკუჩავამ ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში პეტრას ასტრევიჩუსთან შეხვედრა გამართეს

პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე და საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ბრიუსელში საქართველოს მტკიცე მხარდამჭერს, ევროპარლამენტარ, პეტრას ასტრევიჩუსს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს.

“საუბრისას, ევროპარლამენტარმა, პეტრას ასტრევიჩუსმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში საქართველოს არაერთი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს.

საქართველოდან ჩასული ოპოზიციონერი ლიდერები ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მიმდინარე კვირის განმავლობაში კვლავ განაგრძობენ“, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება