საქართველო ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - „Web Summit 2023” არის მიწვეული

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Web Summit 2023 - ზე, წელს მასშტაბური სივრცით არის წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, სამიტზე წარსდგებიან ქართული სტარტაპები - Agronnect, Artisio, QuickShipper, OMOFOX, Datamind, Kernel და სხვები, ასევე საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები, როგორებიცაა LineAte, Making Science •Sweeft, DevExperts, Leavingstone, Redberry.

„პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე Web Summit 2023 მასპინძლობს 160 ქვეყნიდან 70 000 - ზე მეტ მონაწილეს, მათ შორის ასეულობით სტარტაპს, ტექნოლოგიურ კომპანიასა თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან.

ვებ-სამიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მონაწილეობს პანელურ დისკუსიაში ,,Innovate or regulate“.

შეგახსენებთ, შარშან, ქართული სტარტაპი Theneo Web Summit 2022 - ის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპ კონკურსის, PITCH-ის გამარჯვებული გახდა„ - ნათქვამია ინფორმაციაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს