ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, საბჭოს თავმჯდომარედ დემურ ბუკია, ხოლო საბჭოს მდივნად ანა არაბული აირჩიეს. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა და სამოქალაქო აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

მერის განცხადებით, თანამშრომლობა იქნება მრავალმხრივი, ნაყოფიერი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე, ასევე, მათი წინადადებების განხორციელებაზე ორიენტირებული.

„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ანა არაბული, გია გელაშვილი, დემურ ბუკია, თეონა ჩარგაზია, კახაბერ ნადარაია, კუკურ ნაცვლიშვილი, ლევან აბრამია, ლელა ალანია, ლელა ჯახუა, ნუგზარ შონია, როლანდ ჯიქია, ფერიდე გოგია.

საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, განიხილოს მერის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების პროექტები. მოამზადოს, განიხილოს და მერს წარუდგინოს წინადადებები მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოაწყოს დისკუსიები და საზოგადოებრივი განხილვები; სხდომაზე მოიწვიოს და მოუსმინოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებს; მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადების პროცესში და განიხილოს ბიუჯეტის პროექტი.

საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, მერის საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო