რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რითაც მოხარულები ვართ - როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც ექიმებისგან იქნება შესაბამისი რეკომენდაცია, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.

ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რითაც მოხარულები არიან.

„მსჯავრდადებულ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ სამართლის წინაშე აბსოლუტურად მართლები ვართ, ეს დადასტურდა, როგორც საქართველოში ქართული სასამართლოების დონეზე, ასევე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ კონკრეტულად ამ ადამიანის ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად დაცული.

როგორ მოგეხსენებათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რითაც ჩვენ მოხარულები ვართ და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება