ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

“შეხვედრაზე განიხილეს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია ევროპული საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს რეკომენდაცია საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების მკაფიო აღიარებაა და საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციისთვის თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. განიხილეს, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული გზის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება