თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ბრიუსელში “renew-europe”-ის ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და ნიდერლანდების მმართველი პარტიის „VVD” წარმომადგენელს, მალიკ აზმანის შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერები, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე “renew-europe”-ის ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და ნიდერლანდების მმართველი პარტიის „VVD” წარმომადგენელს, მალიკ აზმანის შეხვდნენ. ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„მალიკ აზმანმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოზრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერები ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ, რომლის მთავარი თემაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესია,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება