პეტრე ცისკარიშვილი - რობინ დანიგანი შეიძლება ახალი ელჩია, მაგრამ ძალიან გამოცდილი დიპლომატია და აბსოლუტურად ზუსტად ესმის სირთულეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო

რობინ დანიგანი შეიძლება ახალი ელჩია საქართველოში, მაგრამ ის არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი და აბსოლუტურად ზუსტად ესმის ის სირთულეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, როდესაც ჩვენი ხალხი, სახელმწიფო მიისწრაფვის ევროკავშირისკენ და პრაქტიკულად, მომავალ კვირებში წყდება ჩვენი ბედი , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან ერთად აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

„ქალბატონი დანიგანი შეიძლება ახალი ელჩია საქართველოში, მაგრამ ის არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი. აბსოლუტურად ზუსტად ესმის სირთულეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო. თუნდაც ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და განსაკუთრებით იმ პროცესში, როდესაც ჩვენი ხალხი, სახელმწიფო მიისწრაფვის ევროკავშირისკენ. პრაქტიკულად მომავალ კვირებში წყდება ჩვენი ბედი. ნუ გეგონებათ, რომ მხოლოდ ბრიუსელი ღელავს ამ საკითხზე, ვაშინგტონიც და ამერიკის საელჩოც ინტენსიურად არის ჩართული ამ პროცესში და გვეხმარება საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს, რომ წარმატებულები ვიყოთ ამ გზაზე და იქნება შეფერხებები, გვესმის რა ტიპის ხელისუფლებაც გვყავს მმართველობაში, საით შეატრიალეს საგარეო ორიენტირები, ვის ემსახურებიან და ვისი დავალებებით მოქმედებენ, მაგრამ საქართველო, როგორც სახელმწიფო არის გრძელვადიანი, სამარადჟამისო იდეა და რუსული რეჟიმი არის დროებითი მოვლენა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აკვირდებიან ამ პროცესს და ცდილობენ, რომ შესაბამისი რეკომენდაციებით და ამ 9 რეკომენდაციაში მოთხოვნების ორი არის მთავარი, რომელიც შეეხება რუსეთს, პირველი ის, რომ უნდა შეწყდეს რუსული პროპაგანდა და მეორე, რომ საგარეო პოლიტიკური ორიენტირები თავსებადობაში იყოს ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან. ამის გაკეთების არც პოლიტიკური ნება და სურვილი აქვთ და არც საგარეო პოლიტიკური უნარები, რადგან თითი დაუქნია ლავროვმა არა მხოლოდ გაუგზავნა სიგნალი, არამედ „ქოცებსაც“. აქედან გამომდინარე, სერიოზული გამოწვევების წინაშე არის დღეს საქართველო, ჩვენი პოლიტიკური იდენტობის ნაწილი რაც არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მისწრაფება გვაქვს დასავლეთის მიმართულებით, ხოლო ხელისუფლება გვყავს, რომელიც ემსახურება მოსკოვს და კრემლის დავალებებს ასრულებს.

ჩვენ ელჩს ვუთხარით, რომ ცხრა რეკომენდაცია არის რუკა, რომელიც უნდა გააკეთოს საქართველომ და ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს და ეს საშინაო დავალება შეასრულოს, მაგრამ უბრალოდ ამის პოლიტიკური ნება ვერ ექნებათ და არ ექნებათ, რადგან ეს ნიშნავს თავისუფალ არჩევნებს; თანაბარ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს მაშინ, როდესაც ყველა პოლიტიკურ ლიდერს საშუალება აქვს ჩაერთოს არჩევნებში და მათ შორის მიშა სააკაშვილსაც. ამ პირობებში ისინი დამარცხდებიან და „რუსული ოცნება“ იმაზე კი არ ფიქრობს, საქართველოსთვის, ჩვენი მომავლისთვის რა არის კარგი, ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, მათთვის რა არის კარგი. მათი კარგად ყოფნაა მათი პრიორიტეტი და არ ის რეკომენდაციები და რეფორმები, რაც ბრიუსელიდან წამოვიდა, რადგან ამ რეკომენდაციების შესრულებაში ისინი ხედავენ საფრთხეს, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ. ამიტომ არის არათავსებადი „რუსული ოცნება“ ევროინტეგრაციასთან. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ოპოზიციამაც უნდა იმუშაოს და ოპოზიცია დიდი სიამოვნებით იმუშავებდა საკანონმდებლო ორგანოშიც და ნებისმიერ სხვა ფორმატშიც დაეხმარებოდა მთავრობას ამ ცვლილებების და რეფორმების განხორციელებაში, პოლიტიკური კლიმატის შექმნაში, მაგრამ პირველ რიგში ვინ უნდა გამოიჩინოს ამის ინიციატივა? ვის უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ეს განხორციელდეს? რა თქმა უნდა, მთავრობას და როდესაც მთავრობაში გყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ებღაუჭება მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებას, შეუძლებელია ამ კონფიგურაციაში ოპოზიციამ ითანამშრომლოს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო