ფინეთი, თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის გამო, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას განიხილავს

ფინეთი თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის შესაჩერებლად რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას განიხილავს. ამის შესახებ განცხადებებს ფინეთის პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მარი რანტანენის თქმით, აგვისტოდან ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო პუნქტზე მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფინეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ აღნიშნული რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილების შედეგია.

წლების განმავლობაში ფინეთისა და რუსეთის სასაზღვრო ადმინისტრაციები თანამშრომლობდნენ პასპორტების ან შესაბამისი ვიზების არმქონე ადამიანების შეჩერებაში იქამდე, სანამ მეორე ქვეყანაში შესვლას ეცდებოდნენ, თუმცა, რანტანენის თქმით, რუსეთმა შესაბამისი დოკუმენტაციის არმქონე პირების სასაზღვრო ზონამდე დაშვება დაიწყო, სადაც მათ უკვე ფინეთში თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლიათ.

“ნათელია, რომ ამ ხალხს საზღვარზე მისვლაში ეხმარებიან. როგორც ჩანს, ეს ძალიან გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა. [ფინეთის] მთავრობის მესიჯი ნათელია: ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ”, - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება