ხატია დეკანოიძე - არსებულ პარტიებში ინტეგრაციას გამოვრიცხავ - კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იდეურ ერთობაზე

არსებულ პარტიებში ჩემს ინტეგრაციას გამოვრიცხავ, - ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

კითხვაზე, შეიქმნება თუ არა ახალი პარტია, ხატია დეკანოიძე პასუხობს, რომ ამას „არ გამორიცხავს“.

„მე ვფიქრობ, რომ ადამიანებისთვის განსასჯელად კონტრასტის მიცემა და ჩვენება, რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ამ ქვეყანაზე, სრულიად რეალისტურია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, არსებული პარტიერბის გაერთიანებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გაერთიანება სინერგიული ეფექტის იქნება, თუმცა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ გაერთიანებამ საპირისპირო აჩვენა.

„სინერგია ხომ უნდა იყოს? აი, მაგალითად „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირიქით კლება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. რა სინერგია მოიტანა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეფემერულ ერთობაზე არ უნდა იყოს საუბარი, ერთობამ სინერგია უნდა მოიტანოს. კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იდეურ ერთობაზე და კონტრასტის ჩვენებაზე, ვინ არის რეალურად „ქართული ოცნების“ რეალური კონტრასტი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ გადაცემაში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სავარაუდო პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ იმის გამორიცხავ შეუძლია, რომ პრეზიდენტი შეიძლება გადადგეს.

„სხვათა შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე მსჯელობა იყო იმაზე, თუ როგორი იყო პრეზიდენტის უახლოესი გეგმები და პასუხი იყო, რომ „ ვაპირებ მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობას, ეს არის ევროპული ინტეგრაცია და ვაპირებ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“. მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის პოლიტიკური სუბიექტი ან ობიექტი შეიძლება გახდეს, მაგრამ არც ის შთაბეჭდილება არ მაქვს, რომ შეიძლება სახლში წავიდეს მალე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის