ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯასტინ ტრუდოს - ორმაგი ომის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხი „ჰამასმა“ და არა ისრაელმა უნდა აგოს -  ცივილიზაციის ძალებმა მხარი უნდა დაუჭირონ ისრაელს „ჰამასის“ ბარბაროსობის დამარცხებაში

ძალებმა მხარი უნდა დაუჭირონ ისრაელს „ჰამასის“ ბარბაროსობის დამარცხებაში ის, ვინც განზრახ თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, არის არა ისრაელი, არამედ „ჰამასი“, რომელმაც თავები მოჰკვეთა, დაწვა და დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები, - ასე პასუხობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებას, რომ ისრაელმა ღაზაში ქალებისა და ბავშვების დახოცვა უნდა შეწყვიტოს.

„მაშინ, როცა ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხისგან დაიცვას, „ჰამასი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ ზიანი მიაყენოს. ისრაელი უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობას ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნებით და უსაფრთხო ზონებით, „ჰამასი“ მათ გასვლას იარაღით უშლის ხელს. ორმაგი ომის დანაშაულის ჩადენისთვის - მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან დამალვით მათი მიზანში ამოღებისთვის - პასუხი „ჰამასმა“ და არა ისრაელმა უნდა აგოს. ცივილიზაციის ძალებმა მხარი უნდა დაუჭირონ ისრაელს „ჰამასის“ ბარბაროსობის დამარცხებაში“, - წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ქალების, ბავშვების და ჩვილების მკვლელობა ღაზაში. „მსოფლიო ხდება ქალების, ბავშვების, ჩვილების მკვლელობის მოწმე. ეს უნდა შეწყდეს“,- აღნიშნა ტრუდომ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი